ჩაგელიშვილი  პავლე დიანოზის ძე
ჩაგელიშვილი  პავლე დიანოზის ძე

ჩაგელიშვილი  პავლე დიანოზის ძე (02.XII. 1929, სოფ. ქაშქვა, ონის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა საქ. სას.-სამ.  ინ-ტის ტექნოლ. ფაკ-ტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით (1946-1951), შემდეგ საქართვ. მეცნ. აკადემიის  ეკონ. და სამართ.  ინ-ტის  ასპირანტურა (1958-1963). მუშაობდა ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში სხვადასხვა  თანამდებობაზე.  დაიცვა  საკანდიდატო  დისერტაცია თემაზე; “უალკოჰოლო სასმელების წარმოება საქართველოში“ 1921-1964’’ (1966). არის  თსუ-ის  მეწარმეობის  ეკონ.  და  მენეჯმენტის  კათედრის  დოცენტი (1977-დან). ჩ. პ.-ს სადოქტორო დისერტაციის თემაა „მეორადი საკვები ნედლეულის გმოყენების ეფექტიანობა ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების პირობებში“ (1986). მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. დოქტორის წოდება (2003), მოგვიანებით ეკონ. და მართვის კათედრის პროფესორი (2006). მიღებული აქვს ღირსების  ორდენი (1999), სამამულო  ომის  მედალი, თსუ-ის  საპატიო სიგელი. ავტორია სახელმძღვანელოს, სალექციო  კურსებისა და სამეცნ. სტატიებისა: „უალკოჰოლო სასმელების თვითღირებულების შემცირებისათვის: [საქართველოს 1957-1962 წ.წ.]“ (საქართველოს ეკონომისტი, 1964, N2); „მეწარმეობის კულტურა: [საბაზრო ეკონომიკის პირობებში "მეწარმეობის კულტურა" განიხილება, როგორც მოცემულ ორგანიზაციულ სტრუქტურის მუშაკთა მოქმედების ფორმალური და არაფორმალური წესები, ნორმები, ხელმძღვანელობის სტილი და ა. შ.]“ (სოციალური ეკონომიკა, 2002, სექტემბერი-ოქტომბერი, N5); „მეცხოველეობისა და მეფრინველეობის საკვები ბაზის განვითარების ახალი მიმართულების შესახებ“ (მოამბე, 2015, N 21); „მეცხოველეობის ინტენსიური განვითარების ახალი მიმართულება“ (სამეგრელო, 2016, N 1).

 თხზ.: ჩაგელიშვილი, პ. (1974). უალკოჰოლო  სასმელების ტექნოლოგია. თბ. საბჭ. საქართველო; ჩაგელიშვილი, პ. (1978). პროდუქციის ხარისხი და მატერიალური სტიმულირება. თბ., საბჭ. საქართველო; ჩაგელიშვილი, პ. (1982). საქართველოს სსრ მეორადი მატერიალური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფა. თბ.; ჩაგელიშვილი, პ. (1989). მანქანათმშენებლობის ეკონომიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჩაგელიშვილი, პ. (1995). მრეწველობის ეკონომიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5511005878; ჩაგელიშვილი, პ. (2004). სამრეწველო  საწარმოს  ეკონომიკა  და  მეწარმეობა: დამხმ. სახელმძღვ. თბ., ნეკერი, ISBN: 9992882158.